Alternative შეიქმნა სურვილით, რომ დიზაინერული ნივთების შეძენა უფრო მარტივი, სანდო და სასიამოვნო გამხდარიყო. ჩვენ ვარჩევთ ნივთებს სანდო მომწოდებლებისგან, ვაზუსტებთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს და გეხმარებით, არჩევანი სრული ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოთ.
ჩვენთვის კარგი შოპინგის გამოცდილება მხოლოდ სასურველი ბრენდის პოვნას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პროცესი, გონივრული ფასი და ნდობა თითოეულ ეტაპზე. სწორედ ამ გამოცდილებას ვქმნით Alternative-ში, რათა სასურველ ნივთებამდე გზა უფრო მარტივი გახდეს.

ნახე ნივთი მიღებამდე
კატალოგის ფოტო ნივთის ყველა დეტალს ვერ გაჩვენებს. ვიდეო შემოწმების შემთხვევაში შენს კონკრეტულ ნივთს ბუნებრივ შუქზე გადავიღებთ, რათა გამოგზავნამდე თავად ნახო მისი მდგომარეობა, ლითონის დეტალები, ნაკერები და მასალა.
გინდა ნივთი უფრო დეტალურად ნახო? შეკვეთას ვიდეო შემოწმება დაამატე.
შერჩეული · კამერით შემოწმებული · სიურპრიზების გარეშე
ნივთის შემოწმება
ვიდეო შემოწმებით წინასწარ ხედავ კონკრეტულ ნივთს და უკეთ აფასებ მის ფერს, მასალას და დეტალებს.
ფასის გამჭვირვალობა
წინასწარ იცი, რას იხდი. ფასი ნათლად არის წარმოდგენილი დამატებითი და გაუგებარი ხარჯების გარეშე.
შეკვეთის კონტროლი
ტრეკერის საშუალებით შეკვეთას ყველა ეტაპზე ადევნებ თვალს და ჩამოსვლამდე ზუსტად იცი, სად არის შენი ნივთი.

